კუძიევა ირინა გრიგორის ასული, ოსური ენის და ლიტერატურის მასწავლებელი:

Геноцид, Свидетельства очевидцев - 2010/07/30 - 11:38

იმ საშინელ დღეს - 8 აგვისტოს მე სახლში ვიყავი, რომელიც მდებარეობს სტალინის ქუჩაზე № 27. ქმარი სახლში არ იყო. მეზობლები ჩემთან იმალებოდნენ, ერთად თავს უფრო უსაფრთცოდ ვგრძნობდით. უცებ გაისმა ვიღაცის კვნესა. ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ და გვინდოდა აივანზე გასვლა, მაგრამ იმავე დროს ჩვენთან შემოვარდნენ ქართველი ჯარისკაცები. მე შევეცადე დავწყნარებუვიყავი და შემოსასლელში გამოვედი, ეგრევე იარაღი დამიმიზნეს. ერთმა შემეკითხა:

- სახლში არიან კაცები?
- არა! - უპასუხე მე მას ( ქართული მესმის, მაგრამ ვერ ვლაპარაკობ).
- გაქვს წითელი პომად?
- არა, მაგრამ შემიძლია ყავისფერი მოქცე, - უთხარი მე და გულში გავიფიქრე, რათ უნდა ჯარისკაცებს წითელი პომადა.
- მომეცი.
- რათ გინდა?
- რა შენი საქმეა! მითხრა ერთმა.
მეც ავდექი და მივეცი, შემეგ ერთმა შემეკითხა:
- მე შენ გიცნობ. შენ მე-6 სკოლა დაამთავრე.
- არა, იქ რამოდენიმე წელი ვსწავლობდი, დავამთავრე კი მე-12.
- მე კი მე-6 ვსწავლობდი, მაგრამ თქვენ თავხედებო გამაგდეთ პირველი ომის დროს! ახლა კი გიჩვენებ როგორ უნდა გაგდება და სახლის დაწვა! იცი, რომ ჩვენ ნიქოზიდან შემოვედით, მალე ტანკები შემოვლენ. ხედავ ამ ჯავშანჟილეტს, 8 კილოს ოწონის. NATO-ს შეიარაღებაა, ავტომატის ტყვიას უძლებს, ანუ ჩვენი მოკლა მარტო თავში გასროლით შესაძლებელია.
ლაპარაკი შეაწყვეტინა ტელეფონის ზარმა, მათი საუბარი მესმოდა: „ ჩვენ უკვე ქალაქს ვაკონტროლებთ, ავაფეთქეთ რამოდენიმე ტანკი, რომელიღაც უბანს ვზვერავთ...„ საღამომდე ჩვენთან იყვნენ. საღამოს 6 საათზე წასვლა გადაწყვიტეს, ის რომელმაც მიცნო შემეკითხა:
- ქალაქის ცენტრში ვართ?
- თუ აქაური იყავი, არ უნდა იცოდე, სად ხართ?
- მიპასუხე, ცენტრში ვართ? გაიმეორა მან. „ ჩვენ თამარაშენში გვინდა გასვლა, თუ არაფერი მოგვივა, მაშინ მძევლებათ აგიყვანთ, თუ რამე მოგვივა, მაშინ ადგილზევე მოგკავთ!„ მაშინ მოვატყუე და უთხარი, რომ ცენტრზე ზემოდ არიან. როგორცვე გაიგეს, წავიდნენ. რამოდენიმე ხანში გაისმა საშინელი აფეთქების ხმა. ჩვენ ყველანი ძირს დავეცით, პირველი წუთი ვერ ვინძრეობოდით, შემდეგ მივხვდი, რომ ეს ქართველები იყვნენ, რომლებიც ხელიდან არ გაუშვეს მცდელოგა კიდევ ერთხელ ესროლონ სახლს, რომელიც ისედაც იყო გაზიანებული. როგა სროლა შეწყდა, ერთი მეზობელი გარეთ გავიდა, როცა დაბრუნდა მოიტანა ლითონის ფურცელი, რომელზეც ეწერა < კობრა ამ სახლში არის 3 დაჭრილი>. ეგრე ქართველები აცნობებდნენ თავიანთებს, რომლებიც უკან მოდიოდნენ. საღამოს გავბედე და გარეთ გავედი, უბრალოდ მინდოდა გამეგო, არის თუ არა ვინმე ცოცხალი. სტალინის ქუჩას ჩავყევი, ჯარისკაცი დავინახე.
- ოსი ხარ!? შევეკითხე მას.
- კი! კიდევ აქ ხართ!?
- აქ მარტო ქალები და ბავშვები არიან.
- გაიქეცით, ქალაქში უკვე ტანკები შემივიდნენ.
- სად გავიქცეთ, პარლამენტისკენ?
- არა, პარლამენტი უკვე იწვის.
მე სახლში დავბრუნდი და ეს ყველაფერი მეზობლებს მოუყევი. ცოტახანში გადავწყვიტეთ, რომ გადავიდეთ უფრო უსაფრთხო ადგილას. იმ დროისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის სარდაფი. როცა მივედით იქ არავინ იყო, საბედნიეროდ ბუნკერიდან გვნახეს და დაგვიძახეს, როცა ბუნკერში ჩავედით ვნახეთ უამრავი მილიციის თანამშრომელი და ჩრმთვის უცნობი მოქალაქეები. ჩასვლისას გვითხრეს, რომ გამოგვერთო მობილური ტელეფონები, რადგან ქართველებს აქვს ამერიკული მოწყობილობა, რომელიც ადგენს მობილური ტალღების მეშვეობით ხალხის ადგილ სამყოფელს და ია ადგილი ეგრევე იბომბება. დარჩენა იქ იყო შეუძლებელი. სროლის შედეგად მოვყვებოდით ნანგრევების ქვეშ. თანდათანობით გადავედით გვერდით მგომ სახლში, იქიდან გადავედით სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის - ტარზან კოკოითის სახლის სარდაფში. ღამე იქ გავატარეთ. დილით დაახლოებით 4:30, ჩვენთან მოვიდა ახალგაზდობის საქმეების მინისტრი - ბედოევა ელეანორა და გვითხრა, რომ სასტუმრო <ალან>-თან იწყება ბავშვების, ქალების და მოხუცების ევაკუაცია. მე ავიღე საბუთები და პარკის გავლით გავიქეც სასტუმროსკენ. იქ იყო ხალხმრავლობა. როცა მნახეს, ელეანორას მიუვარდნენ.
- ესენი რატომ მოიყვანე?! არანაირი ევაკუაცია არ იქნება! სად არიან შენი მანქანები?
სატუმროს სარდაფში ადგილი არ იყო, არაფრის ძალა აღარ მქონდა, სიცოცხლის სურვილიც გამიქრა. მეზობელი მაინც დამასრწმუნა ჩავსულიყავი მე-6 სკოლის სარდაფში. დილით 10 აგვისტოს ჩვენთან მოვიდა ვიღაც ბიჭი და გვითხრა:
- რუსეთის ჯარი მოვიდა!