გაბუევა ლაურა ნუგზარის ასული, სამხრთ ოსეთის საგარეო საქმეთა სმინისტროს თანამშრომელი.

Геноцид, Свидетельства очевидцев - 2010/07/30 - 11:24

დაბომბვის შემეგ დილას, მეზობელთან მოვიდა მათი შვილი და უთხრა მათ, რომ ყველანი უნდა გავიქცეთ რუსი სამშვიდობოებთან, რომ ქართველები უკვე ქალაქში არიან. ყველანი გაიქცნენ, მე ვეღარ დავეწიე, დასთან გავიქეცი, ის ცხოვრობდა რამოდენიმე სახლის გავლით. დავრწმუნდი, რომ ცოცხლები იყვნენ და მოვბრუნდი უკან, დაბრუნებისას დავინახე მეზობელი, რომელიც საევით მიყურებდა ფანჯრიდან.

მე მას უთხარი, რომ სარდაფში ჩასულიყო, მან მითხრა, რომ სარდაფი არ აქვთ, მაშინ მე უთხარი, რომ ჩვენთან ჩასულიყო. მან მიპასუხა: „ჩემი ქმარი ქართველია, შგვიშვებთ?„ , „მალე ჩამოდით„ უთხარი მე მას და სახლში გავიქეცი. მოკლედ ყველანი სარდაფში შევიკრიბეთ და სასწაულს ველობებოდით - რუსეთის ჯარის გამოჩენას. მოვიდა მეზობელის ბიჭი და გვითხრა, რომ მშობლები დაკარგა, როცა რუსებთან მირბოდნენ. უცბათ დაიწყო საშინელი დაბომბვა, მეზობლების სახლებს ცეცხლი წაეკიდა. ჩვენ გავიგეთ, რომ ქალაქის ქუჩებში ბევრი მოკლულები და დაჭრილები იყვნენ, და არავინ იყო მათ რომ დახმარებოდა. დაბრუნდნენ ჩვენი მეზობლები, მათ გვითხრეს: „ იქ რაღაც საშინელება ხდება„. ბუნკერში, რომელიც 20 ადამიანზე იყო გათვალისწინებული, იყო 80 ადამიანი. რაღც მომენტში ჩვენთან შემოვიდნენ ჩვენი ჯარისკაცები და გვითხრეს: „ დავიმალებით, თუ ქართველები გვიპოვიან აუცილებლად დაგვცხრილავენ„. ქალები ისინი დამალეს, ჩვენ შევეკითხეთ, სად არის მეთაური, ან უფროსობა. მათ მითხრეს, რომ ნახეს მარტო ბარანკევიჩი, რომელიც მხარზე გადაკიდებულ ყუმბარმტყორცნით გადახტა რუსეთის სამშვიდობოების ნაწილის ღობეს. ყველა ჟურნალისტიც იქ იყო. ჯამში ჩემ სარდაფში უკვე 12 ვიყავით. ჭამა არავის შეეძლო, მატო წყალს ვსვავდით. ასევე ბუნკერში იყვნენ მეზობლები, რომლებიც 10 წელი ერთმანეთს არ ელაპარაკებონენ, მაგრამ ამ მძიმე ვითარებაში შერიგდნენ. სხვებთან შედარებით, ჩვენ კიდევ გაგვიმართლა, რომ სარაფში იყო საჭმელი და წყალი. როცა სიყუაცია შედარებით დაწყნარდა, ჩვენ ქალაქი დავტოვეთ, უბრალობ უნდა გაგვეაზრა მომხდარი და თავი დაგვეწყნარა. ჩემი ბავშვები ვლადკავკაზში იყვნენ, ომის დროს შეძლებისდაგვარად ყოველთვის მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, ცოცხალი ვარ თუ არა. ომის დროს ვამჩნევდი, რომ ვიღაცა გარეთ ახდენდა 3 გასროლას, შემდეგ ის ადგილი იბმბებოდა, ვიღაცა აცნობებდა ქართველებს, ხალხის ადგილ სამყოფელი. სიწყნარით ვისარგებლე და გარეთ გამოვიხედე, დავინახე, როგორ ჩვენი სარდაფის მიმართულებით მორბოდა ძაღლი, სარდაფში შევარდა და ლოგინის ქვეშ შეძვრა, აღარ გამოსულა, სანამ ყველაფერი არ დამთავრდა. ეს იყო დაბომბვების მე -5 დღე.